ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
N: 57
თარიღი: 2018-07-27
ტიპი: დადგენილება
სფერო: სამართლებრივი აქტები

დ ა დ გ ე ნ ი ლ ე ბ ა N57

„თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2012 წლის 14 სექტემბრის №50 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

 

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო ა დ გ ე ნ ს :
მუხლი 1. „თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2012 წლის 14 სექტემბრის №50 დადგენილებაში (გამოქვეყნების წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, www.matsne.gov.ge, გამოქვეყნების თარიღი: 14/09/2012წ., სარეგისტრაციო კოდი: 330090020.35.132.016140) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილების მე-6 მუხლის 6.7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6.7. ლანდშაფტურ-სარეკრეაციო ზონა (ლსზ): ზონის ტერიტორიისათვის უძრავი ქონების (ობიექტების) დასაშვები სახეობები:
• პარკები;
• ბაღები;
• სკვერები;
• ბულვარები;
• სანაპირო პლაჟები;
• დეკორატიული გაფორმების ობიექტები;
• მცირე არქიტექტურული ფორმები (საპარკო პავილიონები, როტონდები, კიოსკები, შადრევნები, დეკორატიული აუზები, წყლის სასმელები, კასკადები, არხები და სხვა);
• საწყალოსნო ობიექტები (ნავსადგომები, პირსები, ელინგები);
• გასახდელები, საშხაპეები, საზოგადოებრივი ტუალეტები;
• პლაჟის ინვენტარის ღია საწყობები;
• სამაშველო სამსახურის სადგურები;
• პირველადი სამედიცინო დახმარების პუნქტები.
• ბუნგალო და დროებითი, მსუბუქი (გრუნტთან არამყარად დაკავშირებული) კონსტრუქციის სხვა ობიექტები.“
მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

სულიკო თებიძე
საკრებულოს თავმჯდომარე
ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო

 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები