2024 წლის 30 დეკემბერს დღის 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა (მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
დადგენილება N54
„ქალაქ ბათუმის ტერიტორიაზე არქიტექტურული პროექტის ფასადის ნაწილის შეთანხმების სავალდებულოების დადგენის შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2012 წლის 17 თებერვლის №10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო ა დ გ ე ნ ს :
მუხლი 1.
„ქალაქ ბათუმის ტერიტორიაზე არქიტექტურული პროექტის ფასადის ნაწილის შეთანხმების სავალდებულოების დადგენის შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2012 წლის 17 თებერვლის №10 დადგენილებაში (გამოქვეყნების წყარო: საქართ- ველოს საკანონმდებლო მაცნე, www.matsne.gov.ge, გამოქვეყნების თარიღი: 23/02/2012, სარეგისტრაციო კოდი: 330090000.35.132.016100) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 50-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო ა დ გ ე ნ ს:“.
მუხლი 2.
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
სულიკო თებიძე
საკრებულოს თავმჯდომარე
ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო