2024 წლის 30 დეკემბერს დღის 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა (მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
გ ა ნ კ ა რ გ უ ლ ე ბ ა
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, გონიოსა და კვარიათის სანაპირო ზოლში მდებარე, აუქციონის წესით, სარგებლობის უფლებით განსაკარგი მიწის ნაკვეთების ქირის საწყისი წლიური საფასურის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის, საპრივატიზებო საფასურის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 დეკემბრის N669 დადგენილების 36-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. დამტკიცდეს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, აუქციონის წესით სარგებლობის უფლებით განსაკარგი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების ქირის საწყისი წლიური საფასური შემდეგი ოდენობით:
N |
მისამართი |
საკადასტრო კოდი |
მიწის ფართობი (კვ.მ) |
1 კვ.მ. მიწის ქირის საწყისი წლიური საფასური (ლარი) |
||
საპლაჟო იფრასტრუქტურის განსათავსებლად |
მსუბუქი კონსტრუქციის განსათავსებლად |
ბაზირების პუნქტის განსათავ-სებლად |
||||
1 |
ქალაქი ბათუმი, დასახლება კვარიათი |
05.36.26.015 |
31073,00 |
29,00 |
60,00 |
______ |
2 |
ქალაქი ბათუმი, დასახლება კვარიათი |
05.36.24.085 |
18301,00 |
29,00 |
60,00 |
______ |
3 |
ქალაქი ბათუმი, დასახლება გონიო |
05.36.24.022 |
22906,00 |
27,00 |
60,00 |
______ |
4 |
ქალაქი ბათუმი, დასახლება გონიო |
05.36.24.084 |
69502,00 |
27,00 |
60,00 |
134,00 |
5 |
ქალაქი ბათუმი, დასახლება გონიო |
05.36.24.083 |
146994,00 |
27,00 |
60,00 |
______ |
2. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერს (ლ. კომახიძე) მიეცეს თანხმობა წინამდებარე განკარგულების პირველი პუნქტით განსაზღვრული, 1 კვ.მ. მიწის ქირის საწყისი წლიური საფასურის მიხედვით, ობიექტების განკარგვისათვის კანონმდებლობით გათვალისწინებული ორგანიზაციულ-სამართლებრივი ღონისძიებების განხორციელებაზე.
3. წინამდებარე განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქალაქი ბათუმი, ს.ზუბალაშვილის ქ. №30) მისი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
4. წინამდებარე განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის
საკრებულოს თავმჯდომარე სულიკო თებიძე