ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
N: 58
თარიღი: 2018-06-28
ტიპი: განკარგულება
სფერო: სამართლებრივი აქტები

გ ა ნ კ ა რ გ უ ლ ე ბ ა

ქალაქ ბათუმში, ჰაიდარ აბაშიძისა და ფარნავაზ მეფის ქუჩების კვეთაში მდებარე საცხოვრებელ სახლზე ძმები აბაშიძეების მემორიალური დაფის განთავსების შესახებ

 

„კულტურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და „მონუმენტური სახვითი ხელოვნების ძეგლის (ქანდაკების), ობელისკის, მემორიალური დაფისა და სხვა მემორიალური ობიექტის განთავსების წესის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2007 წლის 26 აპრილის №5-7 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-7 მუხლის, პირველი პუნქტის შესაბამისად, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. ძმები აბაშიძეების (ჰაიდარ აბაშიძე, იუსუფ აბაშიძე, ყადირ აბაშიძე, ომერ აბაშიძე, ოსმან აბაშიძე, სალიხ აბაშიძე) ხსოვნის უკვდავსაყოფად ქალაქ ბათუმში, ჰაიდარ აბაშიძისა და ფარნავაზ მეფის ქუჩების კვეთაში მდებარე საცხოვრებელ სახლზე განთავსდეს მემორიალური დაფა.
2. ცნობად იქნეს მიღებული, რომ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული მემორიალური დაფის განთავსებას, თავისი ხარჯებით უზრუნველყოფს ძმები აბაშიძეების ოჯახი.
3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

 

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის
საკრებულოს თავმჯდომარე             სულიკო თებიძე

 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები