2024 წლის 25 ნოემბერს დღის 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა (მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
გ ა ნ კ ა რ გ უ ლ ე ბ ა
„თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის ტერიტორიაზე იმ შენობა-ნაგებობების სახეობების ჩამონათვალისა და ტერიტორიული ზონების განსაზღვრის შესახებ, სადაც აკრძალულია ან/და შესაძლებელია ლატარიის, აზარტული და მომგებიანი თამაშობების (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) მოწყობა“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2011 წლის 20 მაისის #22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს დადგენილების პროექტის მოსამზადებლად ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-3 პუნქტის, 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „ძ“ ქვეპუნქტის, „ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 35-ე მუხლისა და „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 1061 მუხლის შესაბამისად, თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულომ გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. „თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის ტერიტორიაზე იმ შენობა-ნაგებობების სახეობების ჩამონათვალისა და ტერიტორიული ზონების განსაზღვრის შესახებ, სადაც აკრძალულია ან/და შესაძლებელია ლატარიის, აზარტული და მომგებიანი თამაშობების (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) მოწყობა“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2011 წლის 20 მაისის #22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს დადგენილების პროექტის მოსამზადებლად ადმინისტრა–ციული წარმოების დაწყების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს დადგენილების პროექტის (შემდგომში - დადგენილების პროექტი) მოსამზადებლად დაიწყოს ადმინისტრაციული წარმოება.
2. დადგენილების პროექტის მომზადება დაევალოს ქ. ბათუმის მერიას.
3. დადგენილების მომზადებისა და გამოცემისას გამოყენებულ იქნეს საჯარო ადმინისტრაციული წარმოებისათვის დადგენილი წესები.
4. დადგენილების მომზადებისა და გამოცემის ვადა განისაზღვროს წინამდებარე განკარგულების ძალაში შესვლიდან 2012 წლის 15 მარტის ჩათვლით. აღნიშნულის თაობაზე განმეორებით მიეთითოს ასევე საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 1062 მუხლის შესაბამისად გამოქვეყნებულ ადმინისტრაციული წარმოების შესახებ ცნობაში.
5. განსახილველ საქმეზე ზეპირი სხდომა გაიმართოს დადგენილების პროექტის საჯაროდ გაცნობისათვის გამოქვეყნებიდან (წარდგენიდან) არაუადრეს შვიდი დღისა. ზეპირი სხდომის ზუსტი დროის (თარიღი და დრო) შესახებ მიეთითოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 1062 მუხლის შესაბამისად გამოქვეყნებულ ადმინისტრაციული წარმოების შესახებ ცნობაში.
6. დადგენილების პროექტის თაობაზე მოსაზრებების წარდგენის ვადა განისაზღვროს დადგენილების პროექტისა და ადმინისტრაციული წარმოების შესახებ ცნობის გამოქვეყნებიდან 20 დღის ვადაში. დადგენილების პროექტის თაობაზე მოსაზრებების წარდგენის ზუსტი დროის (თარიღი და დრო) შესახებ მიეთითოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 1062 მუხლის შესაბამისად გამოქვეყნებულ ადმინისტრაციული წარმოების შესახებ ცნობაში.
7. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 116-ე მუხლის შესაბამისად თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოსა და ქ. ბათუმის მერიის ინტერნეტგვერდზე და ადგილობრივ ბეჭდვით საშუალებებში გამოქვეყნდეს ცნობა საჯარო გაცნობისათვის დოკუმენტების წარდგენის შესახებ.
8. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 117-ე მუხლის შესაბამისად წინამდებარე განკარგულების საჯაროდ გაცნობისათვის წარდგენის მიზნით იგი გამოქვეყნდეს თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოსა და ქ. ბათუმის მერიის ინტერნეტგვერდზე და ადგილობრივ ბეჭდვით საშუალებებში.
9. წინამდებარე განკარგულება წარმოადგენს ადმინისტრაციული წარმოების საკითხთან დაკავშირებით მიღებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს და იგი არ ექვემდებარება ცალკე გასაჩივრებას.
10. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი კირთაძე