ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
N: 57
თარიღი: 2018-06-28
ტიპი: განკარგულება
სფერო: სამართლებრივი აქტები

გ ა ნ კ ა რ გ უ ლ ე ბ ა

ქალაქ ბათუმში, ვ. გორგასალის ქ. №34-ში მდებარე საცხოვრებელ სახლზე შოთა ოქროპირიძის მემორიალური დაფის განთავსების შესახებ

 

„კულტურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და „მონუმენტური სახვითი ხელოვნების ძეგლის (ქანდაკების), ობელისკის, მემორიალური დაფისა და სხვა მემორიალური ობიექტის განთავსების წესის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2007 წლის 26 აპრილის №5-7 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-7 მუხლის, პირველი პუნქტის შესაბამისად, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. შოთა ოქროპირიძის ხსოვნის უკვდავსაყოფად ქალაქ ბათუმში, ვ. გორგასალის ქ.№34–ში მდებარე საცხოვრებელ სახლზე განთავსდეს მემორიალური დაფა.
2. ცნობად იქნეს მიღებული, რომ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწი-ნებული მემორიალური დაფის განთავსებას, თავისი ხარჯებით უზრუნველყოფს შოთა ოქროპირიძის ოჯახი.
3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

 


ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის
საკრებულოს თავმჯდომარე                   სულიკო თებიძე

 

 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები