2024 წლის 30 დეკემბერს დღის 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა (მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
გ ა ნ კ ა რ გ უ ლ ე ბ ა
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის 2018-2021 წლების სტრატეგიული განვითარების გეგმის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-19 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტისა და 54-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. დამტკიცდეს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის 2018-2021 წლების სტრატეგიუ-ლი განვითარების გეგმა, თანდართული სახით;
2. დაევალოს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურულ ერთეულებსა და მუნიციპალურ ორგანიზაციებს უზრუნველყონ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის 2018-2021 წლების სტრატეგიული განვითარების გეგმის გან-ხორციელება.
3. დაევალოს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური პოლიტიკის სამსახურს უზრუნველყოს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის 2018-2021 წლების სტრატეგიული განვითარების გეგმის განხორციელებასთან დაკავშირებული საქმიანობის კოორდინაცია.
4. დაევალოს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურულ ერთეულებსა და ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიას დაქვემდებარებულ ყველა სამეწარმეო და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებს, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური პოლიტიკის სამსახურის მოთხოვნის-თანავე, დადგენილი ფორმით (ელექტრონულად ან დოკუმენტალურად) ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის 2018-2021 წლების სტრატეგიული განვითარების გეგმის განხორციელების, განახლების, მასში ცვლილებების შეტანის, მისი შესრულების მონიტორინგისა და კონტროლის მიზნით, საჭირო შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება და შესაბამისი სპეციალისტების მონაწილეობის უზრუნველყოფა განხორციელების პროცესში.
5. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის
საკრებულოს თავმჯდომარე სულიკო თებიძე
იხილეთ მიმაგრებული ფაილი: