ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
N: 53
თარიღი: 2018-06-28
ტიპი: განკარგულება
სფერო: სამართლებრივი აქტები

გ ა ნ კ ა რ გ უ ლ ე ბ ა


ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის (M2 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებებით) ნებართვის მაძიებელთა კონკურსის გამოცხადების შესახებ

 

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 262 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. გამოცხადდეს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის (M2 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებებით) ნებართვის მაძიებელთა კონკურსი „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის M2 კატეგორიის ავტობუსებისათვის სამარშრუტო ხაზებისა და მარშრუტების სქემის დამტკიცების შესახებ“ ქ.ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 29 მაისის №43 დადგენილებით დამტკიცებულ სამარშრუტო ხაზებზე.
2. დაევალოს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიას 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში M2 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებებით ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვის გასაცემად კონკურსის ორგანიზება, საკონ-კურსო კომისიის შექმნა, კონკურსის ჩატარება, გამარჯვებულის გამოვლენა და კომისიის შედეგების წარდგენა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოსათვის გამარჯვებულზე ნებართვის გასაცემად. საკონკურსო კომისიაში ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოდან წარმოდგენილი იქნეს არანაკლებ სამი წევრისა.
3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

 


ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის
საკრებულოს თავმჯდომარე                     სულიკო თებიძე

 

 

 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები