ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
N: 51
თარიღი: 2018-06-28
ტიპი: დადგენილება
სფერო: სამართლებრივი აქტები

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
დ ა დ გ ე ნ ი ლ ე ბ ა №51
2018 წლის 28 ივნისი
ქალაქი ბათუმი

ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის
M2 და M3 კატეგორიის ავტობუსებისათვის ნებართვის გაცემის ფასის განსაზღვრის შესახებ

 

„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 262-ე მუხლის შესაბამისად, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო ა დ გ ე ნ ს :

მუხლი 1.
განისაზღვროს ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვის გაცემის ფასი M2 კატეგორიის ავტობუსებისათვის - 50 (ორმოცდაათი) ლარით.

მუხლი 2.
განისაზღვროს ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვის გაცემის ფასი M3 კატეგორიის ავტობუსებისათვის - 20 (ოცი) ლარით.

მუხლი 3.
ნებართვის გაცემის ფასის გადამხდელია ნებართვის მფლობელი.

მუხლი 4.
ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვის გაცემის ფასის გადახდა ხდება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შესაბამის სახაზინო ანგარიშზე.

მუხლი 5.
ნებართვის ფასის გადახდის ვადები:
1. M2 კატეგორიის ავტობუსებისათვის - ნებართვის ფასის გადახდა ხორციელდება ყოველ-თვიურად, გადახდის თვის არაუგვიანეს 10 რიცხვამდე, სამარშრუტო ხაზზე დადგენილი საერთო რაოდენობის M2 კატეგორიის ავტობუსების რაოდენობაზე გადამრავლებით;
2. M3 კატეგორიის ავტობუსებისათვის - ნებართვის ფასის გადახდა ხორციელდება ყოველკვარტალურად, მომდევნო კვარტლის პირველი თვის არაუგვიანეს 15 რიცხვამდე, სამარშრუტო ხაზზე დადგენილი საერთო რაოდენობის M3 კატეგორიის ავტობუსების რაოდენობაზე გადამრავლებით.

მუხლი 6.
სანებართვო მოწმობის დუბლიკატის გაცემის ფასი განისაზღვროს 20 (ოცი) ლარის ოდენობით.

მუხლი 7.
დადგენილება ამოქმედდეს 2018 წლის 1 აგვისტოდან.

 

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის
საკრებულოს თავმჯდომარე                  სულიკო თებიძე

 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები