2024 წლის 30 დეკემბერს დღის 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა (მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
დ ა დ გ ე ნ ი ლ ე ბ ა №49
2018 წლის 28 ივნისი
ქალაქი ბათუმი
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოქმედ დაწესებულებებზე, ორგანიზაციებზე, ინდივიდუალურ მეწარმეებზე, ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის დარიცხვის თარიღის განსაზღვრის შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის, მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის საფუძველზე, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო ა დ გ ე ნ ს:
მუხლი 1.
განხორციელდეს კორექტირება იმ დაწესებულებების, ორგანიზაციების, ინდივიდუალური მეწარმეების, ფიზიკური და იურიდიული პირების (შემდგომში - აბონენტი) დასახ-ლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის (შემდგომში - მოსაკრებელი) დარიცხვის თარიღში, რომელთაც 2018 წლის 01 მაისის შემდგომ მოსაკრებელი დაერიცხათ მომსახურების მიღების მთელ პერიოდზე და ერთჯერადად დარიცხვის პერიოდი აღემატება ერთ თვეს.
მუხლი 2.
პირველ მუხლში აღნიშნულ აბონენტებზე მოსაკრებლის დარიცხვის (კორექტირების) ათვლის თარიღად განისაზღვროს 2018 წლის 1 მაისი.
მუხლი 3.
დაევალოს მოსაკრებლის გადახდევინებისათვის პასუხისმგებელ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისს სამსახურს/ოპერატორს წინამდებარე დადგენილებით განსაზღვრული წესით აბონენტებზე მოსაკრებლის დარიცხვის თარიღის კორექტირება.
მუხლი 4.
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოქმედ დაწესებულებებზე, ორგანიზაციებზე, ინდივიდუალურ მეწარმეებზე, ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე ერთჯერადად დარიცხული დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის დარიცხვის თარიღის განსაზღვრის შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 27 ნოემბრის №32 დადგენილება.
მუხლი 5.
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის
საკრებულოს თავმჯდომარე სულიკო თებიძე