ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
N: 47
თარიღი: 2018-05-29
ტიპი: განკარგულება
სფერო: სამართლებრივი აქტები

გ ა ნ კ ა რ გ უ ლ ე ბ ა


ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის ქირის საწყისი წლიური საფასურის განსაზღვრის შესახებ

 

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 დეკემბრის №669 დადგენილებით დამტკიცებული „მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის, საპრივატიზებო საფასურის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ“ 36-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. ქ. ბათუმში, ზღვისპირა პარკის ტერიტორიაზე №05.21.20.037 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე განთავსებული, ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული პანორამული ბორბალის აუქციონის წესით სარგებლობის უფლებით გადაცემის ქირის საწყისი წლიური საფასური განისაზღვროს 161 000,00 (ასსამოცდაერთი ათასი) ლარით. მათ შორის მიწის საიჯარო ქირა შეადგენს 35500,00 (ოცდათხუთმეტი ათას ხუთასი) ლარს. პანორამული ბორბალის (აქსესუარებით) საიჯარო ქირა 125500,00 (ასოცდახუთი ათას ხუთასი) ლარს.
2. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერს (ლ. კომახიძე) მიეცეს თანხმობა წინამდებარე განკარგულების პირველი პუნქტით განსაზღვრული, ქალაქ ბათუმში, ზღვისპირა პარკის ტერიტორიაზე განთავსებული პანორამული ბორბალის ქირის საწყისი წლიური საფასურის მიხედვით განკარგვისათვის კანონმდებლობით გათვალისწინებული ორგანიზაციულ-სამართლებრივი ღონისძიებების განხორციელებაზე.
3. წინამდებარე განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში (მის: ქ. ბათუმი, ზუბალაშვილის ქ. №30) მისი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
4. წინამდებარე განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

 

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის
საკრებულოს თავმჯდომარე                             სულიკო თებიძე

 

 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები