ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
N: 46
თარიღი: 2018-05-29
ტიპი: განკარგულება
სფერო: სამართლებრივი აქტები

გ ა ნ კ ა რ გ უ ლ ე ბ ა


ბათუმის ცენტრალური პარკის ტერიტორიაზე მდებარე საზოგადოებრივი საპირფარეშოს სარგებლობის უფლებით გადაცემის ქირის საწყისი წლიური საფასურის განსაზღვრის შესახებ

 

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 დეკემბრის №669 დადგენილებით დამტკიცებული „მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის, საპრივატიზებო საფასურის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ“ 36-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. ბათუმის ცენტრალური პარკის ტერიტორიაზე (ს/კ№05.23.06.006) განთავსებული, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული საზოგადოებრივი საპირფარეშოს აუქციონის წესით სარგებლობის უფლებით გადაცემის ქირის საწყისი წლიური საფასური განისაზღვროს 1160,00 (ერთი ათას ას სამოცი) ლარით.
2. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერს (ლ. კომახიძე) მიეცეს თანხმობა წინამდებარე განკარგულების პირველი პუნქტით განსაზღვრული, ბათუმის ცენტრალური პარკის ტერიტორიაზე განთავსებული საზოგადოებრივი საპირფარეშოს ქირის საწყისი წლიური საფასურის მიხედვით განკარგვისათვის კანონმდებლობით გათვალისწინებული ორგანიზაციულ-სამართლებრივი ღონისძიებების განხორციელე-ბაზე.
3. წინამდებარე განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში (მის: ქ. ბათუმი, ზუბალაშვილის ქ. №30) მისი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
4. წინამდებარე განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

 

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის
საკრებულოს თავმჯდომარე                     სულიკო თებიძე

 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები