2024 წლის 30 დეკემბერს დღის 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა (მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
გ ა ნ კ ა რ გ უ ლ ე ბ ა
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების განკარგვასთან დაკავშირებით ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და 122-ე მუხლის შესაბამისად, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერს მიეცეს თანხმობა ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ჯიხურების, მაგიდებისა და სკამების შპს „ბმ გრუპი“-სათვის (საიდ/კ 445532692), მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატში მონაწილე ეროვნული ნაკრებების ფან-კლუბების მოწყობის მიზნით, პირდაპირი განკარგვის წესით, 2018 წლის 7 ივნისიდან 2018 წლის 17 ივლისის ჩათვლით იჯარის უფლებით სარგებლობაში გადაცემის თაობაზე.
2. წინამდებარე განკარგულების პირველ პუნქტში მითითებული ქონების სარგებლობის საფასური განისაზღვროს 1000,00 (ერთი ათასი) ლარის ოდენობით.
3. წინამდებარე განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში (მის: ქ. ბათუმი, ზუბალაშვილის ქ. №30) მისი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
4. წინამდებარე განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის
საკრებულოს თავმჯდომარე სულიკო თებიძე