ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
N: 44
თარიღი: 2018-05-29
ტიპი: დადგენილება
სფერო: სამართლებრივი აქტები

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
დ ა დ გ ე ნ ი ლ ე ბ ა №44
2018 წლის 29 მაისი
ქალაქი ბათუმი

„თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის ტერიტორიაზე პარკირების საერთო ადგილებით და პარკირების სპეციალური ადგილებით სარგებლობისათვის საფასურის დადგენის შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2013 წლის 28 თებერვლის №4 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

 

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო ა დ გ ე ნ ს:

მუხლი 1.
„თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის ტერიტორიაზე პარკირების საერთო ადგი¬ლე¬ბით და პარკირების სპეციალური ადგილებით სარგებლობისათვის საფასურის დადგენის შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2013 წლის 28 თებერვლის №4 დადგენილებაში (გამოქვეყნების წყარო: საქ¬ა¬რ¬თ¬ველოს საკანონმ¬დებ¬ლო მაცნე, www.mats-ne.gov.ge, გამოქვეყნების თარიღი: 06/03/2013, სა¬რეგისტრაციო კოდი: 010250020.35.132. 016155) შეტანილ იქნას შემდეგი ცვლილება:
ა) დადგენილების მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. დადგინდეს თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის ტერიტორიაზე პარკომეტრებით აღჭურვილი პარკირების საერთო ადგილებით (გარდა „თბილისის მოედნისა“) სარგებლობისათვის საფასური დროის შემდეგი მონაკვეთების მიხედვით:
ა) 1 საათამდე პერიოდი - 50 (ორმოცდაათი) თეთრი;
ბ) 2 საათამდე პერიოდი - 1 (ერთი) ლარი;
გ) ყოველი შემდეგი 01 (ერთი) საათი - 1 (ერთი) ლარი.“.
ბ) დადგენილების „42“ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„42. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე თბილისის მოედანზე გამოიყოს 6 (ექვსი) ერთეული ადგილი მსუბუქი ტაქსის პარკირებისათვის და დადგინდეს მათთვის პარკირების ადგილებით სარგებლობისათვის საფასური 5 (ხუთი) ლარის ოდენობით დღის განმავლობაში.“.
გ) დადგენილებას 42 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის „43“ პუნქტი:
„43. დადგენილების 41 და 42 პუნქტებზე არ ვრცელდება ამავე დადგენილების მე-5 და მე-6 პუნქტებით დადგენილი მოთხოვნები.“.
მუხლი 2.
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 


ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის
საკრებულოს თავმჯდომარე                             სულიკო თებიძე

 

 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები