ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
N: 43
თარიღი: 2018-05-29
ტიპი: დადგენილება
სფერო: სამართლებრივი აქტები

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
დ ა დ გ ე ნ ი ლ ე ბ ა №43
2018 წლის 29 მაისი
ქალაქი ბათუმი

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის M2 კატეგორიის ავტობუსებისათვის სამარშრუტო ხაზებისა და მარშრუტების სქემის დამტკიცების შესახებ

 

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის და „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო ა დ გ ე ნ ს :
მუხლი 1.
დამტკიცდეს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ადგილობრივი საქალაქო რეგულა¬რული სამგზავრო გადაყვანის სამარშრუტო ხაზები M2 კატე¬გო¬რიის ავტობუსებისათვის: №№ 20, 21, 24, 25, 28, 29, 30, 31, 32, 33, 34, 36, 39, 40, 42, 44, 45, 46, 47, 49, 52, 56.

მუხლი 2.
დამტკიცდეს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მარშრუტების სქემა, მარშრუტის სიგრძე, M2 კატეგორიის ავტობუსების რაოდენობა (საერთო და ყოველდღიური) და მოძრა¬ობის ინტერვალი, თანახმად 1-22 დანართისა.

მუხლი 3.
დაევალოს ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიას ერთი თვის ვადაში საკრებულოს მიერ დასამტკიცებლად წარმოადგინოს „ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ადგილობ¬რი¬ვი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის (M2 და M3 კატეგორიის ავტოსატ¬რანს¬პორტო საშუალებებით) ნებართვის მაძიებელთა კონკურსში მონაწილეობის, მას¬ში გამარჯვებულის გამოვლენის, ნებართვის მოქმედების ვადის, სანებართვო პირო¬ბების, ნებართვის გაცემისა და ფასის გადახდის წესი.“

მუხლი 4.
1. დადგენილება, გარდა 1-ლი და მე-2 მუხლებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
2. დადგენილების 1-ლი და მე-2 მუხლები ამოქმედდეს 2018 წლის 1 ივლისიდან.

 


ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის
საკრებულოს თავმჯდომარე                       სულიკო თებიძე

 

 

იხილეთ მიმაგრებული ფაილები: 

დანართი N1- სამარშრუტო ხაზი N20

დანართი N2 - სამარშრუტო ხაზი N21

დანართი N3 - სამარშრუტო ხაზი N24

დანართი N4 - სამარშრუტო ხაზი N25

დანართი N5 - სამარშრუტო ხაზი N28

დანართი N6 - სამარშრუტო ხაზი N29

დანართი N7 - სამარშრუტო ხაზი N30

დანართი N8 - სამარშრუტო ხაზი N31

დანართი N9 - სამარშრუტო ხაზი N32

დანართი N10 - სამარშრუტო ხაზი N33

დანართი N11 - სამარშრუტო ხაზი N34

დანართი N12 - სამარშრუტო ხაზი N36

დანართი N13 - სამარშრუტო ხაზი N39

დანართი N14 - სამარშრუტო ხაზი N40

დანართი N15 - სამარშრუტო ხაზი N42

დანართი N16 - სამარშრუტო ხაზი N44

დანართი N17 - სამარშრუტო ხაზი N45

დანართი N18 - სამარშრუტო ხაზი N46

დანართი N19 - სამარშრუტო ხაზი N47

დანართი N20 - სამარშრუტო ხაზი N49

დანართი N21 - სამარშრუტო ხაზი N52

დანართი N22 - სამარშრუტო ხაზი N56

 

 

 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები