2024 წლის 25 სექტემბერს დღის 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა (მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
ბრძანება №06ბ/60
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის ბუღალტრული აღრიცხვის განყოფილების უფროსი სპეციალისტის სოფო დევაძის ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო შვებულებაში გასვლის შესახებ
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-2 პუნქტის და საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს შრომის კოდექსის“ 27-ე მუხლის თანახმად,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის ბუღალტრული აღრიცხვის განყოფილების უფროს სპეციალისტს სოფო დევაძეს მიეცეს ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო ანაზღაურებადი შვებულება 183 კალენდარული დღის ოდენობით, მიმდინარე წლის 11 მაისიდან 9 ნოემბრის ჩათვლით.
2. ბრძანების პირველი პუნქტით გათვალისწინებული დეკრეტული შვებულებიდან დაბრუნების თარიღად ჩაითვალოს მიმდინარე წლის 10 ნოემბერი.
3. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატმა უზრუნველყოს ბრძანების პირველი პუნქტის გათვალისწინებით ანაზღაურებადი შვებულების ანგარიშსწორება კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
4. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
სულიკო თებიძე - საკრებულოს თავმჯდომარე