2024 წლის 25 სექტემბერს დღის 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა (მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
ბრძანება №06ბ/59
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ინფრასტრუქტურის განვითარების კომისიის თავმჯდომარის გოჩა მგელაძის ქალაქ თბილისში მივლინების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 35-ე მუხლის პირველი პუნქტის, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 51-ე მუხლის შესაბამისად,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ინფრასტრუქტურის განვითარების კომისიის თავმჯდომარე გოჩა მგელაძე მიმდინარე წლის 9 მაისიდან 11 მაისის ჩათვლით მივლინებულ იქნეს ქალაქ თბილისში, ახალგაზრდული ასოციაცია
„დრონისა“ და ევროკავშირის ახალგაზრდული პროგრამის ERASMUS+ ფარგლებში საინფორმაციო შეხვედრაზე დასასწრებად.
2. ბრძანების პირველი პუნქტით გათვალისწინებული მივლინებიდან დაბრუნების თარიღად ჩაითვალოს მიმდინარე წლის 12 მაისი.
3. მივლინებულის ტრანსპორტირება განხორციელდეს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამსახურებრივი ავტომანქანით (ტოიოტა კოროლა სახ.№ RBR-761), რისთვისაც გამოიყოს 100 (ასი) ლიტრი საწვავი.
4. ბრძანება მე-3 პუნქტის ნაწილში შესასრულებლად გადაეგზავნოს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატს.
5. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის ბუღალტრული აღრიცხვის განყოფილებამ (გიული კვერღელიძე) უზრუნველყოს ბრძანების პირველი პუნქტით გათვალისწინებული სამივლინებო ხარჯების ანაზღაურება კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
6. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
სულიკო თებიძე - საკრებულოს თავმჯდომარე