ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
N: 6
თარიღი: 2018-06-29
ტიპი: საკრებულოს თავმჯდომარის მივლინებებისა და შვებულებების ბრძანებები - 06, 06/ა, 06/ბ
სფერო: სამართლებრივი აქტები

ბრძანება №06ა/58


ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის სულიკო თებიძის, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის ლაშა სირაბიძის, საკრებულოს განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სპორტის საკითხთა კომისიის თავმჯდომარის ირაკლი პატარიძისა და საკრებულოს იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარის ომარ მახარაძის უკრაინის ქალაქ ტერნოპოლში მივლინების შესახებ

 

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 35-ე მუხლის პირველი პუნქტის, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 51-ე მუხლის შესაბამისად,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

1. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე სულიკო თებიძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ლაშა სირაბიძე და საკრებულოს განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სპორტის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ირაკლი პატარიძე მიმდინარე წლის 18 მაისიდან 26 მაისის ჩათვლით, ხოლო საკრებულოს იურიდიულ და საპროცედური საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ომარ მახარაძე მიმდინარე წლის 19 მაისიდან 26 მაისის ჩათვლით მივლინებულ იქნენ უკრაინის ქალაქ ტერნოპოლში, ტერნოპოლის საქალაქო საბჭოს მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო საინვესტიციო ფორუმში „Ternopol Region Invest - 2018“ მონაწილეობის მისაღებად.
2. ბრძანების პირველი პუნქტით გათვალისწინებული მივლინებიდან დაბრუნების თარიღად ჩაითვალოს მიმდინარე წლის 27 მაისი.

3. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის ბუღალტრული აღრიცხვის განყოფილებამ უზრუნველყოს ბრძანების პირველი პუნქტით გათვალისწინებული სამივლინებო (მგზავრობა, დღიური) ხარჯების ანაზღაურება კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
4. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

 

სულიკო თებიძე - საკრებულოს თავმჯდომარე

 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები