2024 წლის 25 სექტემბერს დღის 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა (მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
ბრძანება №06ბ/57
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა კომისიის უფროსი სპეციალისტის გია აბულაძის შვებულებაში გასვლის შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 35-ე მუხლის პირველი პუნქტის, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 62-ე მუხლის შესაბამისად,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა კომისიის უფროს სპეციალისტს გია აბულაძეს მიეცეს ანაზღაურებადი შვებულება 9 სამუშაო დღის ოდენობით, მიმდინარე წლის 7 მაისიდან 18 მაისის ჩათვლით.
2. ბრძანების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ანაზღაურებადი შვებულებიდან დაბრუნების თარიღად ჩაითვალოს მიმდინარე წლის 21 მაისი.
3. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატმა უზრუნველყოს ბრძანების პირველი პუნქტის გათვალისწინებით ანაზღაურებადი შვებულების ანგარიშსწორება კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
4. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
სულიკო თებიძე - საკრებულოს თავმჯდომარე