ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
N: 6
თარიღი: 2018-06-29
ტიპი: საკრებულოს თავმჯდომარის მივლინებებისა და შვებულებების ბრძანებები - 06, 06/ა, 06/ბ
სფერო: სამართლებრივი აქტები

ბრძანება - №06ბ/56
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფროსი სპეციალისტის რევაზ სეხნიაშვილის შვებულებაში გასვლის შესახებ

 

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 35-ე მუხლის პირველი პუნქტის, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 62-ე მუხლის შესაბამისად,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფროს სპეციალისტს რევაზ სეხნიაშვილს მიეცეს ანაზღაურებადი შვებულება 2 სამუშაო დღის ოდენობით, მიმდინარე წლის 2 მაისიდან 3 მაისის ჩათვლით.
2. ბრძანების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ანაზღაურებადი შვებულებიდან დაბრუნების თარიღად ჩაითვალოს მიმდინარე წლის 4 მაისი.
3. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატმა უზრუნველყოს ბრძანების პირველი პუნქტის გათვალისწინებით ანაზღაურებადი შვებულების ანგარიშსწორება კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
4. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.


სულიკო თებიძე - საკრებულოს თავმჯდომარე

 

 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები