ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა (საკრებულოს სხდომა (შეკრება) ჩატარდება 2022 წლის 12 აპრილს, დღის 11:00 საათზე შემდეგ მისამართზე: ქალაქი ბათუმი, რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35 ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზი)
ბრძანება - №06ბ/54
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფროსი სპეციალისტის თეა ჯანჯღავას ქ. თბილისში მივლინების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 35-ე მუხლის პირველი პუნქტის, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 51-ე მუხლის შესაბამისად,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფროსი სპეციალისტი თეა ჯანჯღავა მიმდინარე წლის 30 აპრილიდან 3 მაისის ჩათვლით მივლინებულ იქნეს ქალაქ თბილისში, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის მიერ ორგანიზებულ ტრენინგზე, თემა - „ორგანიზაციული მართვა და სტრატეგიული დაგეგმარება“ დასასწრებად.
2. ბრძანების პირველი პუნქტით გათვალისწინებული მივლინებიდან დაბრუნების თარიღად ჩაითვალოს მიმდინარე წლის 4 მაისი.
3. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის ბუღალტრული აღრიცხვის განყოფილებამ (გ. კვერღელიძე) უზრუნველყოს ბრძანების პირველი პუნქტით გათვალისწინებული სამივლინებო ხარჯების ანაზღაურება კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
4. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
სულიკო თებიძე - საკრებულოს თავმჯდომარე