ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
N: 6
თარიღი: 2018-06-29
ტიპი: საკრებულოს თავმჯდომარის მივლინებებისა და შვებულებების ბრძანებები - 06, 06/ა, 06/ბ
სფერო: სამართლებრივი აქტები

ბრძანება 06ბ/75
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის ნატალია ზოიძის ქალაქ თბილისში მივლინების შესახებ

 

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 35-ე მუხლის პირველი პუნქტის, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 51-ე მუხლის შესაბამისად,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ნატალია ზოიძე მიმდინარე წლის 28 ივნისიდან 30 ივნისის ჩათვლით მივლინებულ იქნეს ქალაქ თბილისში, ევროპის საბჭოს კონგრესისა და საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის ეროვნული ასოციაციის ეგიდით გამართულ სემინარზე დასასწრებად.
2. ბრძანების პირველი პუნქტით გათვალისწინებული მივლინებიდან დაბრუნების თარიღად ჩაითვალოს მიმდინარე წლის 1 ივლისი.
3. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის ბუღალტრული აღრიცხვის განყოფილებამ (გიული კვერღელიძე) უზრუნველყოს ბრძანების პირველი პუნქტით გათვალისწინებული სამივლინებო ხარჯების ანაზღაურება კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
4. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

 

სულიკო თებიძე - საკრებულოს თავმჯდომარე

 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები