ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
N: 41
თარიღი: 2018-04-20
ტიპი: განკარგულება
სფერო: სამართლებრივი აქტები

გ ა ნ კ ა რ გ უ ლ ე ბ ა


ქალაქ ბათუმის გარკვეული ტერიტორიისათვის განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალების დამტკიცების თაობაზე

 

„სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონის, „ტექნიკური რეგლამენტის - დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშე¬ნიანების რეგულირების ძირითადი დებულებების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის №59 დადგენილების, „თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების თაობაზე“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2009 წლის 27 თებერვლის №4-1 დადგენილებისა და „თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცების თაობაზე“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2012 წლის 14 სექტემბრის №50 დადგენილების შესაბამისად, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. დამტკიცდეს ქალაქ ბათუმში, მწვანე კონცხის ტერიტორიაზე მდებარე მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი: №05.34.25.664) განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალება, თანახმად დანართისა.
2. წინამდებარე განკარგულებით დამტკიცებული გეგმარებითი დავალების საფუძველზე ქალაქ ბათუმში, მწვანე კონცხის ტერიტორიაზე მდებარე მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდზე: №05.34.25.664) განაშენიანების რეგულირების გეგმის დამუშავება და დასამტკიცებლად წარმოდგენა დაევალოს ქალაქ ბათუმში, მწვანე კონცხის ტერიტორიაზე მდებარე მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდზე: №05.34.25.664) მესაკუთრეს შპს „ელიტ კონსტრაქშენ გრუპ“-ს (ს/კ N445514658).
3. წინამდებარე განკარგულების შესახებ ეცნობოს ქალაქ ბათუმში, მწვანე კონცხის ტერიტორიაზე მდებარე მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდზე: №05.34.25.664) მესაკუთრეს - შპს „ელიტ კონსტრაქშენ გრუპ“-ს (ს/კ N445514658).
4. წინამდებარე განკარგულება საჯაროდ გაცნობის მიზნით, მისი ძალაში შესვლის შემდეგ, საკრებულოს რეგლამენტით დადგენილი წესით გამოქვეყნდეს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ინტერნეტგვერდზე.
5. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

 

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის
საკრებულოს თავმჯდომარე           სულიკო თებიძე

 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები