ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
N: 38
თარიღი: 2018-04-20
ტიპი: განკარგულება
სფერო: სამართლებრივი აქტები

გ ა ნ კ ა რ გ უ ლ ე ბ ა


ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზისათვის ლუკა ასათიანის სახელის მინიჭების შესახებ

 

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ და „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 23 სექტემბრის №34 დადგენილების შესაბამისად, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზს მიენიჭოს გამოჩენილი ქართველი საზოგადო მოღვაწის, ქალაქის თავის, ქალაქის მუნიციპალიტეტის ამჟამინდელი შენობის აგების ინიციატორის - ლუკა ასათიანის სახელი.
2. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზის შესასვლელ კარზე განთავსდეს აბრა წარწერით: „ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი“.
3. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში თვალსაჩინო ადგილას გამოიფინოს ლუკა ასათიანის პორტრეტი.
4. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატმა (რაულ ბოლქვაძე) განკარგულების შესრულების მიზნით განახორციელოს შესაბამისი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ღონისძიებები.
5. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

 


ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის
საკრებულოს თავმჯდომარე      სულიკო თებიძე

 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები