ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
N: 37
თარიღი: 2018-04-11
ტიპი: განკარგულება
სფერო: სამართლებრივი აქტები

გ ა ნ კ ა რ გ უ ლ ე ბ ა


ქალაქ ბათუმში ახალი ზოოპარკის მშენებლობის ტერიტორიის განსაზღვრისა და ზოოპარკის მშენებლობასთან დაკავშირებით გასატარებელი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ

 

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების შესაბამისად, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. ქალაქ ბათუმში ახალი ზოოპარკის მშენებლობისათვის განისაზღვროს დაბა ჩაქვში მდებარე 173338,00 კვ.მ. ფართობის ტერიტორია, რომელიც მოიცავს №05.33.21.192 (29523კვ.მ.); №05.33.21.193 (28613კვ.მ.); №05.33.21.284 (6107კვ.მ.); №05.33.21.198 (28737კვ.მ.); №05.33.21.189 (29568კვ.მ.); №05.33.21.194 (34835კვ.მ.); №05.33.21.107 (4434კვ.მ.); №05.33.21.106 (5091კვ.მ.); №05.33.21.100 (2501კვ.მ.) საკადასტრო კოდებით სახელმწიფო საკუთრებაში და №05.33.21.285 (3929კვ.მ.) საკადასტრო კოდით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთებს.
2. დაევალოს ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიას განკარგულების პირველ პუნქტში აღნიშნული მიწის ნაკვეთების ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში რეგისტრაციის ღონისძიებების განხორციელება;
3. დაევალოს ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიას განკარგულების პირველ პუნქტში აღნიშნული მიწის ნაკვეთების თვითნებურად დამკავებელი პირების ვინაობების დადგენა და მიწის ნაკვეთების გამოთავისუფლების მიზნით შესაბამისი წინადადებების შემუშავება (წარმოდგენა);
4. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, ბათუმის ცენტრალური პარკის ტერიტორიაზე (ს/კ.№05.23.06.004) მდებარე, ზოოკუთხისგან გამოთავისუფლებული მიწის ფართობი გამოყენებული იქნას მხოლოდ ბათუმის ცენტრალური პარკის შემდგომი განვითარებისათვის.
5. წინამდებარე განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში (მის: ქ. ბათუმი, ზუბალაშვილის ქ. №30) მისი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში, რა დროსაც მხარეს წარმოადგენს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია.
6. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

 

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის
საკრებულოს თავმჯდომარე           სულიკო თებიძე

 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები