2024 წლის 30 დეკემბერს დღის 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა (მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
გ ა ნ კ ა რ გ უ ლ ე ბ ა
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების განკარგვასთან დაკავშირებით ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და 122-ე მუხლის შესაბამისად, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერს მიეცეს თანხმობა შპს „ხიდი-2006“-ისთვის (ს/კ 245556991) ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული შემდეგი უძრავი ქონების პირობებით, პირდაპირი განკარგვის წესით, 49 წლით (2067 წლის 31 დეკემბრამდე) იჯარის უფლებით სარგებლობაში გადაცემაზე (მათ შორის მოქმედ სარგებლობის ხელშეკრულებაში შესაბამისი ცვლილებების შეტანაზე):
1.1. ქ. ბათუმში, რუსთაველის ქ. N34–ში მდებარე 1924 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული 1416,70 კვ.მ. შენობა ნაგებობები - მათ შორის საზღვაო პირსის ნაგებობა (საკადასტრო კოდი: 05.23.04.020);
1.2. ქ. ბათუმში, ზღვისპირა პარკში (პლაჟი) მდებარე 4728,0 კვ.მ. მიწის ნაკვეთი (საკადასტრო კოდი: 05.23.04.611);
1.3. ქ. ბათუმში, ზღვისპირა პარკში (პლაჟი) მდებარე 4486,0 კვ.მ. მიწის ნაკვეთი (საკადასტრო კოდი: 05.23.04.617);
1.4. ქ. ბათუმში, ზღვისპირა პარკის ტერიტორიაზე მდებარე 9,0 კვ.მ. მიწის ნაკვეთი (საკადასტრო კოდი: 05.23.04.615);
1.5. ქ. ბათუმში, ზღვისპირა პარკის ტერიტორიაზე მდებარე 289,0 კვ.მ. მიწის ნაკვეთი (საკადასტრო კოდი: 05.23.04.618).
2. წინამდებარე განკარგულებით გათვალისწინებული ქონების წლიური სარგებლობის საფასური განისაზღვროს:
2.1. განკარგულების „1.1.“ ქვეპუნქტში მითითებულ უძრავ ქონებაზე - 25 000,00 (ოცდახუთი ათასი) ლარის ოდენობით;
2.2. განკარგულების „1.2.“ და „1.3.“ ქვეპუნქტებში მითითებულ უძრავ ქონებაზე ერთად - 18 000,00 (თვრამეტი ათასი) ლარის ოდენობით;
2.3. განკარგულების „1.4.“ ქვეპუნქტში მითითებულ უძრავ ქონებაზე - 255,00 (ორას ორმოცდათხუთმეტი) ლარის ოდენობით;
2.4 განკარგულების „1.5.“ ქვეპუნქტში მითითებულ უძრავ ქონებაზე - 14450,00 (თოთხმეტი ათას ოთხას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით.
3. წინამდებარე განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში (მის: ქ. ბათუმი, ზუბალაშვილის ქ. №30) მისი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
4 . წინამდებარე განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის
საკრებულოს თავმჯდომარე სულიკო თებიძე