ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
N: 35
თარიღი: 2018-03-30
ტიპი: განკარგულება
სფერო: სამართლებრივი აქტები

გ ა ნ კ ა რ გ უ ლ ე ბ ა


შპს „ალმა“- სთან გაფორმებულ იჯარის ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანასთან დაკავშირებით ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის შესახებ

 

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერს მიეცეს თანხმობა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული 100 ერთეული მიწის ნაკვეთის მოიჯარესთან - შპს „ალმა“-სთან (თავდაპირველი მოიჯარე: შპს „მაცნე“; მისი უფლებამონაცვლე შპს „მაცნე+“, შპს „ფერტუნა მედია“) დადებული 2005 წლის 26 აგვისტოს „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების იჯარის შესახებ“ ხელშეკრულებასა და 2008 წლის 08 მაისის „თვითმმართველ ქალაქ ბათუმის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების იჯარის შესახებ“ ხელშეკრულებაში (შეტანილია ცვლილებები 2014 წლის 16 ივნისის შეთანხმების აქტით, ასევე 2016-2017 წლებში გაფორმებული შეთანხმებებით) ცვლილებების შეტანის, კერძოდ, ხელშეკრულების მოქმედების ვადის 2035 წლის 31 დეკემბრამდე გაგრძელებასა და შპს „ალმა“-ს 2017 წლის 19 დეკემბრის N18/12ვ წერილში (N34674/25) მითითებული მოიჯარის ახალი საინვესტიციო ვალდებულებების დადგენაზე.
2. წინამდებარე განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში (მის: ქ. ბათუმი, ზუბალაშვილის ქ. №30) მისი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
3. წინამდებარე განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

 

 

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის
საკრებულოს თავმჯდომარე                 სულიკო თებიძე

 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები