ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
N: 34
თარიღი: 2018-03-30
ტიპი: განკარგულება
სფერო: სამართლებრივი აქტები

გ ა ნ კ ა რ გ უ ლ ე ბ ა


ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული საპრივატიზებო ობიექტების ნუსხის და პრივატიზაციის გეგმის დამტკიცების შესახებ

 

„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე.დ“ ქვეპუნქტის, „მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 დეკემბრის №669 დადგენილებისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. დამტკიცდეს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული საპრივატიზებო უძრავი ობიექტთა ნუსხა, თანახმად დანართი 1-სა;
2. დამტკიცდეს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პრივატიზების გეგმა, თანახმად დანართი 2-სა;
3. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერს (ლ. კომახიძე) მიეცეს თანხმობა წინამდებარე განკარგულებით გათვალისწინებული ობიექტების განკარგვის შესახებ და განკარგულების შესრულების მიზნით დაევალოს უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ორგანიზაციულ-სამართლებრივი ღონისძიებების განხორციელება.
4. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული საპრივატიზებო ობიექტების ნუსხის დამტკიცების შესახებ” ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 15 თებერვლის №20 განკარგულება.
5. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში (მის: ქ. ბათუმი, ზუბალაშვილის ქ.№30) მისი კანონმდებლობით დად¬გენილი წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
6. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

 

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის
საკრებულოს თავმჯდომარე                 სულიკო თებიძე

 

იხილეთ მიმაგრებული ფაილი:

დანართი 1

 

 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები