ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
N: 33
თარიღი: 2018-03-30
ტიპი: განკარგულება
სფერო: სამართლებრივი აქტები

გ ა ნ კ ა რ გ უ ლ ე ბ ა


„კულტურული მემკვიდრეობის დამცავი ზონების დადგენის თაობაზე“ შპს „გის და დზ საკონსულტაციო ცენტრი გეოგრაფიკის“ მიერ მომზადებული დოკუმენტაციის ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მიერ მოწონების (შეთანხმების) თაობაზე

 

„კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე, 35-ე, 37-ე, 38-ე, 39-ე მუხლების და „კულტურული მემკვიდრეობის დამცავი ზონების შემუშავების წესების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 14 მაისის №181 დადგენილების შესაბამისად, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. მოწონებულ (შეთანხმებულ) იქნას „კულტურული მემკვიდრეობის დამცავი ზონების დადგენის თაობაზე“ შპს „გის და დზ საკონსულტაციო ცენტრი გეოგრაფიკის“ მიერ მომზადებული დოკუმენტაცია, დანართის შესაბამისად.
2. განკარგულება შემდგომი ღონისძიებების გატარებისა და საქართველოს მთავრობაზე წარდგენის მიზნით გაეგზავნოს საქართვე¬ლოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს.
3. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს ბათუმის საქალაქო სასამართლში (მის: ქ.ბათუმი, ზუბალაშვილის ქ. №30) მისი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
4. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

 

 

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის
საკრებულოს თავმჯდომარე                            სულიკო თებიძე

 

 

იხილეთ მიმაგრებული ფაილი:

დანართი 1 

 

 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები