2024 წლის 30 დეკემბერს დღის 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა (მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
გ ა ნ კ ა რ გ უ ლ ე ბ ა
ბათუმის ავტობუსების პროექტთან დაკავშირებით გასაფორმებელი საგრანტო ხელშეკრულების თაობაზე
2017 წლის 13 ივლისს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკსა (EBRD) და შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტს“ შორის ხელი მოეწერა ბათუმის ავტობუსების პროექტის განხორციელების ხელშეკრულებას, რომელიც ითვალისწინებს შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტის“ მიერ ეკოლოგიურად სუფთა და ადაპტირებული ავტობუსების შეძენას. ასევე, 2017 წლის 13 ივლისს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკსა (EBRD) და ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტს შორის ხელი მოეწერა პროექტის მხარდაჭერის ხელშეკრულებას, რომელიც ითვალისწინებს პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებული ცალკეული საკითხების მოწესრიგებას.
ბათუმის ავტობუსების პროექტის შემადგენელი ნაწილია შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტის“ კორპორატიული განვითარების პროგრამის და საზოგადოებასთან ურთიერთობის გეგმის მომზადება და განხორციელება, რომელსაც ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD), საქართველოს პარლამენტის მიერ 2017 წლის 20 სექტემბრის №1291-Iს დადგენილებით რატიფიცირებული საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე, გრანტის სახით აფინანსებს 209,950 ევროს ფარგლებში.
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მე-19 მუხლის „დ“ ქვეპუნქტის, მე-100 მუხლის მე-5 და მე-7 პუნქტების, „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის, შესაბამისად, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. ბათუმის ავტობუსების პროექტის ფარგლებში, შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტის“ კორპორატიული განვითარების პროგრამის და საზოგადოებასთან ურთიერთობის გეგმის მომზადებისა და განხორციელების მიზინით ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკიდან (EBRD) აღებული იქნას გრანტი 209,950 ევროს ოდენობით;
2. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერმა (ლ. კომახიძე) ხელი მოაწეროს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკსა (EBRD) და ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტს შორის ამ განკარგულების პირველ პუნქტებში მითითებული თანხის ფარგლებში საგრანტო ხელშეკრულებას.
3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის
საკრებულოს თავმჯდომარე სულიკო თებიძე