ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
N: 30
თარიღი: 2018-03-16
ტიპი: განკარგულება
სფერო: სამართლებრივი აქტები

გ ა ნ კ ა რ გ უ ლ ე ბ ა


საქართველოს საერთო სასამართლოებში ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარმომადგენლის დანიშვნის შესახებ


საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ.ზ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. წინამდებარე განკარგულებით განისაზღვრება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირები, საქართველოს საერთო სასამართლოებში იმ სასამართლო დავებთან დაკავშირებით, რომელშიც მხარეს წარმოადგენს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო, როგორც კონკრეტული საჯარო დაწესებულება (ადმინისტრაციული ორგანო).
2. საქართველოს საერთო სასამართლოებში ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს (შემდგომ ტექსტში - „მარწმუნებელი“) წარმომადგენლად დაინიშნოს:
ა) საკრებულოს აპარატის იურიდიული განყოფილების უფროსი - სულიკო შვენთიძე (პ/№61005000222) (შემდგომ ტექსტში - „რწმუნებული“);
ბ) საკრებულოს აპარატის იურიდიული განყოფილების უფროსი სპეციალისტი ელენე ჭოლიკიძე (პ/№01014005109) (შემდგომ ტექსტში - „რწმუნებული“).
3. სულიკო შვენთიძეს (პ/№61005000222) და ელენე ჭოლიკიძეს (პ/№01014005109) მიენიჭოთ უფლებამოსილება, რომ დაიცვან მარწმუნებლის ქონებრივი და არაქონებრივი ინტერესები, რისთვისაც წარმოადგინონ მარწმუნებელი საქართველოს ყველა ინსტანციის საერთო სასამართლოში, აწარმოოს როგორც სამოქალაქო, ადმინისტრაციული, ისე სისხლის სამართლის და სხვა შესაბამისი საქმეები. ამ დავალების განსახორციელებლად რწმუნებული უფლებამოსილია მარწმუნებლის სახელით შეასრულოს ყველა ის მოქმედება და პროცედურა, რაც დადგენილია საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის: შეიტანოს განცხადება, საჩივარი, შუამდგომლობა ან სარჩელი, წარადგინოს შესაგებელი (შეპასუხება), შეგებებული სარჩელი, გაეცნოს საქმის მასალებს და ასევე სხვა ინფორმაციას, გააკეთოს ამონაწერები ამ მასალებიდან, განაცხადოს აცილება, გადაიღოს ასლები, წარადგინოს მტკიცებულებები, შეკითხვები დაუსვას მოწმეებს, ექსპერტებს, სპეციალისტებს, წარადგინოს შუამდგომლობები, უარყოს მეორე მხარის შუამდგომლობები, დასკვნები და მოსაზრებები, ნაწილობრივ ან მთლიანად უარი თქვას სარჩელზე, შეცვალოს სარჩელის საგანი, შეამციროს ან გაადიდოს სარჩელის მოთხოვნის მოცულობა, ცნოს და უარყოს სარჩელი, დაამთავროს საქმე მორიგებით, გაასაჩივროს სასამართლოს ნებისმიერი გადაწყვეტილება, ადმინისტრაციული აქტი, წარადგინოს სააპელაციო, საკასაციო საჩივარი, მიიღოს მონაწილეობა აღსრულების პროცესში, აიღოს სააღსრულებლო ფურცელი და მოაწეროს ხელი ყველა შესაბამის დოკუმენტაციას. რწმუნებული ვალდებულია ყველა მოქმედება შეასრულოს პირადად და კეთილსინდისიერად, განახორციელოს ნებისმიერი სხვა მოქმედება, რაც პირდაპირ არ არის მითითებული ამ რწმუნებულებაში, მაგრამ აუცილებელია მარწმუნებლის უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დასაცავად.
4. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

 


ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის
საკრებულოს თავმჯდომარე                        სულიკო თებიძე

 

 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები