ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
N: 0
თარიღი: 0000-00-00
ტიპი: რეგლამენტი
სფერო: სამართლებრივი აქტები

თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულო

დ ა დ გ ე ნ ი ლ ე ბ ა №47

2012 წლის 6 სექტემბერი

ქალაქი ბათუმი



„თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის)

 დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2010 წლის 

30 ივნისის №9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე  

 

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, თვითმ¬მართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულო  ა დ გ ე ნ ს :

 

მუხლი 1. 

,,თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკი-ცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის -  ბათუმის საკრებულოს 2010 წლის 30 ივნისის №9 დადგენი¬ლებით (გაზეთი „ბათუმური ქრონიკები“ №113, 12.07.2010, გვ:2-10) დამტკიცებულ დებულებაში (რეგლამენტში) შეტანილ იქნეს ცვლილება და დებულების (რეგლამენტის) მე-18 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 18.

1. საკრებულოს კომისიებია:

ა) იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისია;

ბ) საფინანსო და ეკონომიკური განვითარების კომისია;

გ) ინფრასტრუქტურის განვითარების კომისია;

დ) ჯანმრთელობისა და საციალურ საკითხთა კომისია;

ე) განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სპორტის საკითხთა კომისია.

2. იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისია იქმნება ამ სფეროში თავისი კომპეტენციის შესაბამისად საკითხების წინასწარი მომზადების, საკრებულოს გადაწყვეტილებათა შესრულებისათვის ხელის შეწყობის, მერიისა და მისი სტრუქტურული ერთეულების კონტროლის მიზნით.

3. საფინანსო და ეკონომიკური განვითარების კომისია იქმნება თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკური განვითარების სფეროში, თავისი კომპეტენციის შესაბამისად საკითხების წინასწარი მომზადების, საკრებულოს გადაწყვეტილებათა შესრულები-სათვის ხელის შეწყობის, მერიისა და მისი სტრუქტურული ერთეულების კონტროლის მიზნით.               

4. ინფრასტრუქტურის განვითარების კომისია იქმნება ინფრასტრუქტურის განვითარების სფეროში, თავისი კომპეტენციის შესაბამისად საკითხების წინასწარი მომზადების, საკრებულოს გადაწყვეტილებათა შესრულებისათვის ხელის შეწყობის, მერიისა და მისი სტრუქტურული ერთეულების კონტროლის მიზნით.    

5. ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა კომისია იქმნება ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა სფეროში თავისი კომპეტენციის შესაბამისად საკითხების წინასწარი მომზადების, საკრებულოს გადაწყვეტილებათა შესრულებისათვის ხელის შეწყობის, მერიისა და მისი სტრუქტურული ერთეულების კონტროლის მიზნით.

6. განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სპორტის საკითხთა კომისია იქმნება განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სპორტის სფეროში, თავისი კომპეტენციის შესაბამისად საკითხების წინასწარი მომზადების, საკრებულოს გადაწყვეტილებათა შესრულებისათვის ხელის შეწყობის, მერიისა და მისი სტრუქტურული ერთეულების კონტროლის მიზნით.

 7. საკრებულოს კომისიის საქმიანობის სფერო, უფლებამოსილება და მუშაობის წესი კანონ-მდებლობისა და ამ რეგლამენტის შესაბამისად კონკრეტულად განისაზღვრება კომისიის დებუ-ლებით, რომელსაც დადგენილებით ამტკიცებს საკრებულო.“ .

 

მუხლი 2. 

ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

 

 

საკრებულოს  თავმჯდომარე                                                                                           გიორგი  კირთაძე 

 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები