ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
N: 1
თარიღი: 2012-01-17
ტიპი: დადგენილება
სფერო: სამართლებრივი აქტები

 

თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულო
დ ა დ გ ე ნ ი ლ ე ბ ა №1
2012 წლის 17 იანვარი
ქალაქი ბათუმი



„თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის 2012 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2011 წლის 30 დეკემბრის  №61 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე


„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულო ა დ გ ე ნ ს :
მუხლი 1.
„თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის 2012 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2011  წლის 30 დეკემბრის №61 დადგენილებაში  (სსმ, 04.01.2012 წ.) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
ა) დადგენილების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1. განისაზღვროს თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის 2012 წლის ბიუჯეტის მაჩვენებლები შემდეგი რედაქციით:
ა) თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის ბიუჯეტის შემოსულობები და გადასახდელები:(ათას ლარებში)
დასახელება    2010 წლის ფაქტი    2011 წლის გეგმა    2012 წლის გეგმა
შემოსულობები    169,638.1    201,997.9    140,285.0
შემოსავლები    160,594.2    195,397.9    129,285.0
არაფინანსური აქტივების ცვლილება (კლება)    9,043.9    6,600.0    11,000.0
გადასახდელები    165,203.3    218,372.9    177,766.3
ხარჯები    117,229.3    74,053.7    66,159.7
არაფინანსური აქტივების ცვლილება (ზრდა)    46,598.6    130,752.6    109,985.6
ვალდებულებების ცვლილება (კლება)    1,375.5    13,566.6    1,621.0
ნაშთის ცვლილება    4,434.7    -16,375.0    -37,481.3.“.
ბ) თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის ბიუჯეტის ბალანსი: (ათას ლარებში)
დასახელება    2010 წლის ფაქტი    2011 წლის გეგმა    2012 წლის გეგმა
შემოსავლები    160,594.2    195,397.9    129,285.0
გადასახადები    10,547.3    10,150.0    11,500.0
გრანტები    137,290.6    175,509.9    105,000.0
სხვა შემოსავლები    12,756.3    9,738.0    12,785.0
ხარჯები    117,229.3    74,053.7    66,159.7
შრომის ანაზღაურება    4,522.6    5,082.2    5,960.0
საქონელი და მომსახურება    19,288.8    18,805.2    21,862.9
პროცენტი    1,238.1    2,188.6    2,548.2
სუბსიდიები    9,724.4    13,092.0    11,736.0
სოციალური უზრუნველყოფა    2,279.9    3,736.3    4,555.5
სხვა ხარჯები    80,175.6    31,149.4    19,497.1
საოპერაციო სალდო    43,364.9    121,344.2    63,125.3
არაფინანსური აქტივების ცვლილება    37,554.7    124,152.6    98,985.6
ზრდა     46,598.6    130,752.6    109,985.6
კლება    9,043.9    6,600.0    11,000.0
მთლიანი სალდო    5,810.2    -2,808.4    -35,860.3
ფინანსური აქტივების ცვლილება    4,434.7    -16,375.0    -37,481.3
ზრდა     4,434.7        
კლება  16,375.0    37,481.3
ვალდებულებების ცვლილება    -1,375.5    -13,566.6    -1,621.0
კლება    1,375.5    13,566.6    1,621.0
ბალანსი    0    0    0   .“.
ბ) დადგენილების მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 2.
განისაზღვროს თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის 2012 წლის ბიუჯეტის შემოსავლები 129,285.0 ათასი ლარის ოდენობით, თანახმად დანართი 1-სა.“.
გ) დადგენილების მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 3.
განისაზღვროს თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის 2012 წლის ბიუჯეტის ხარჯები ეკონომიკურ ჭრილში 66,159.7 ათასი ლარის ოდენობით, თანახმად დანართი 2-სა.“.
დ) დადგენილების მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 4.
განისაზღვროს თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის 2012 წლის ბიუჯეტის საოპერაციო სალდო 63,125.3 ათასი ლარის ოდენობით.“.
ე) დადგენილების მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 5.
განისაზღვროს თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის 2012 წლის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება 98,985.6 ათასი ლარის ოდენობით, თანახმად დანართი 3-სა. მათ შორის:
ა) განისაზღვროს თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის 2012 წლის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდა 109,985.6 ათასი ლარის ოდენობით.
ბ) განისაზღვროს თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის 2012 წლის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების კლება 11,000.0 ათასი ლარის ოდენობით.“.
ვ) დადგენილების მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 6.
განისაზღვროს თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის 2012 წლის ბიუჯეტის ხარჯები და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში 176,145.3 ათასი ლარის ოდენობით, თანახმად დანართი 4-სა.“.
ზ) დადგენილების მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 7.
განისაზღვროს თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის 2012 წლის ბიუჯეტის მთლიანი სალდო -35,860.3 ათასი ლარის ოდენობით.“.
თ) დადგენილების მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 8.
განისაზღვროს თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის 2012 წლის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება -37,481.3 ლარის ოდენობით, თანახმად დანართი 5-სა. მათ შორის:
1. განისაზღვროს თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის 2012 წლის ბიუჯეტის ფინანსური  აქტივების კლება 37,481.3 ათასი ლარის ოდენობით.“.
ი) დადგენილების მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 10.
განისაზღვროს თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის 2012 წლის ბიუჯეტის ასიგნებები 177,766,3 ათასი ლარის ოდენობით, თანახმად დანართი 7-სა.“.
კ) დადგენილების მე-13 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 13.
განისაზღვროს თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის 2012 წლის ბიუჯეტიდან დონორების დაფინანსებული პროექტები და ამ პროექტებში თანამონაწილეობისა და თანადაფინანსების ხარჯები 22,620.9 ათასი ლარის ოდენობით, საიდანაც 22,620.9 ათასი ლარი მიიმართოს ბათუმის კომუნალური ინფრასტრუქტურის დაწესებულებათა რეაბილიტაციის პროექტის თანადაფინანსებისათვის.“.
ლ) დადგენილების მე-14 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 14.
1. განისაზღვროს წარმოშობილი წინა პერიოდის დავალიანებების დაფარვის (მათ შორის სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების) საბიუჯეტო ასიგნებები 10.1 ათასი ლარის ოდენობით.
2. წინა პერიოდში წარმოქმნილი დავალიანების დასაფარავად შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს 2012 წელს საბიუჯეტო ორგანიზაციებისა და დაწესებულებებისათვის საბიუჯეტო ასიგნების ეკონომიკური კლასიფიკაციის შესაბამისი მუხლის მიხედვით დამტკიცებული სახსრები იმ პირობით, რომ არ იქნება დაშვებული ამ მუხლების მიხედვით ახალი დავალიანების დაგროვება, რაზეც მთელი პასუხისმგებლობა ეკისრება შესაბამის საბიუჯეტო ორგანიზაციასა და დაწესებუ-ლებას.“.
მ) დადგენილების დანართები 1, 2, 3, 4, 5, 6 და 7 ჩამოყალიბდეს ახალი თანდართული რედაქციით.

მუხლი 2.
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.






საკრებულოს თავმჯდომარე                                                                                                გიორგი კირთაძე 

 

 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები