2024 წლის 30 აპრილს დღის 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა (მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
ქ. ბათუმთან ურთიერთთანამშრომლობისა (დამეგობრებისა) და მასთან დაკავშირებულ შეთანხმებაზ ხელმოწერის უფლების ქ. ბათუმის მერის რ. ჩხაიძისათვის მინიჭების შესახებ
თვითმმართველი ქალაქის-ბათუმის ტერიტორიაზე იმ ავტომანქანების, რომლებიც სასყიდლით ან უსასყიდლოდ ახორციელებენ მომსახურებას ტვირთების გადაზიდვა-გადატანის სფეროში, ასევე იმ მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების, რომლებიც გამოიყენება სამშენებლო საქმიანობისათვის, მათ შორის (ყველა სახის ტრაქტორი და თვითმავალი მანქანა), პარკირების ადგილების (პარკირების სპეციალური ადგილები) განსაზღვრის შესახებ
მარადი ცეცხლაძის ოჯახისათვის, ამირან აბულაძის ოჯახისათვის, გენადი ქამაშიძის ოჯახისათვის, ლევან ჯაბნიძის ოჯახისათვის, ბადრი დუმბაძის ოჯახისათვის და ამირან სურმანიძის ოჯახისათვის უსასყიდლოდ საკუთრების უფლებით გადასაცემი ბინების განაწილების სიის დამტკიცების შესახებ
ამირან სურმანიძის ოჯახისათვის უსასყიდლოდ საკუთრების უფლებით გადასაცემი ბინის განაწილების სიის დამტკიცების შესახებ
თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისათვის უსასყიდლოდ საკუთრების უფლებით გადაცემის შესახებ
ზაზა ნაჭყებიას არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის - „სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მართვის სააგენტო“-ს დირექტორის თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ
დავით ქიქავას არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის - „სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მართვის სააგენტო“-ს დირექტორის თანამდებობიდან განთავისუფლების შესახებ
არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის - „სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მართვის სააგენტოს“ წესდების დამტკიცების შესახებ
თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის ადმინისტრაციულ საზღვრებში ტაქსების პარკირების ადგილების განსაზღვრის შესახებ