ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|

პრეზენტაცია

ვიდეო / გადმოწერა

დღეს  საკრებულოში კიდევ ერთი წიგნის “ბათუმის არქიტექტორული ძეგლები“–ს პრეზენტაცია გაიმართა.

ბათუმი თავისი უნიკალური არქიტექტორული ძეგლებით ყოველთვის გამოირჩეოდა, ჩვენი ქალაქის მრავალსაუკუნოვანი ისტორიის გაფრთხილება და არქიტექტორულ მემკვიდრეობაზე ზრუნვა გახდა საფუძველი იმისა, რომ შექმნილიყო  ამ ტიპის წიგნი–ალბომი, რომელიც მომავალ თაობას,  ბათუმის სტუმრებსა თუ ქალაქის მკვიდრს წარმოდგენას შეუქმნიდა  ბათუმის მდიდარი ისტორიულ წარსულისა და აწმყოს შესახებ.

წიგნში  196–მდე ძეგლის  ისტორიული  და არქიტექტორული დახასიათებაა აღწერილი, რომელიც   საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვის მინისტრის 2006 –2008 წწ ბრძანებების საფუძველზე აღწერილი არქუტექტურული ძეგლების სააღრიცხვო ბარათების მიხედვით არის  შემუშავებული.  სააღრიცხვო ბარათერბზე კი  ხელოვნბათმცოდნეები მანანა სურამელაშვილი, ირინე ელიზბარაშვილი და ციცინო ჩახუნაშვილი მუშაობდნენ.

სამინისტროს მიერ მოწოდებულ  ელექტორნულ ვერსიაში აღწერილი იყო მხოლოდ ქალაქში არსებული ძეგლების არქიტექტურული დახასიათრება ფოტო მასალის თანდართვით, რომლესაც 2010 წელს დაემატა ისტორიული მოვლენების ამსახველი მასალებიც, რომელზეც ჟურნალისტი მარინე კუპრეიშვილი მოკლევადიან პროექტის ფარგლებში მუშაობდა. ასე შეიქმნა ქალაქში არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა საინფორმაციო ბაზა.

საკრებულოს განათლების, კულტურის, სპორტისა და ტურიზმის კომისია და  ამავე კომისიის თავმჯდომარე ნაზი ფუტკარაძე, პროფესორები რამაზ სურმანიძე და ოთარ გოგოლიშვილი, კომისიის სპეციალისტი ლელა კუკულაძე აღნიშნულ წიგნზე თითქმის ორი წლის განმავლობაში მუშაობდნენ და იგი 1000 ცალიანი ტირაჟით გამოიცა, ხოლო წიგნის გამოცემა უზრუნველყო მერიის განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სპორტის სამსახურმა, ნათია სურგულაძის ხელმძღვანელობით.