ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|

პრეზენტაცია

ვიდეო / გადმოწერა

 

„ბათუმი– ქუჩები, მოედნები, ძეგლები, პარკები“ ამ სახელწოდებით, დღეს საკრებულოში  წიგნის პრეზენტაცია გაიმართა.

ბოლო პერიოდში ქალაქის  საზღვრების გაფართოებამ, ახალი ქუჩების, მოედნებისა და სკვერების წარმოქმნა გამოიწვია და აუცილებელი გახდა ისეთი გზამკვლევის შექმნა, რომელიც მომავალ თაობას,  ბათუმის სტუმრებსა თუ ქალაქის მკვიდრს წარმოდგენას შეუქმნიდა  ბათუმის მდიდარი ისტორიულ წარსულისა და აწმყოს შესახებ, სწორედ ამიტომაც გაჩნდა იდეა ბათუმის საკრებულოში, რომ გამოცემულიყო ამ ტიპის სახელმძღვანელო.

წიგნში, ქალაქში არსებული  207 ქუჩის ძველი და ახალი სახელწოდება, ამ ქუჩებზე არსებული მემორიალური დაფებისა და  ძეგლების  ისტორიაა აღწერილი. მიუხედავად ამისა ეს არ არის სრული ვერსია ქალაქის ყველა უბნის შესახებ, ვიანიდან ბათუმის საზღვრები კიდევ უფრო ფართოვდება, ქუჩების ფორმირებისა და სახელდების პროცესი კი დღესაც გრძელდება.

წიგნზე, საკრებულოს განათლების, კულტურისა და სპორტის  კომისიასთან არსებული საზოგადო მოღვაწეებითა და ისტორიკოსებით დაკომპლექტებული სპეციალური კომისია ორი წლის განმავლობაში მუშაობდა, რომლის რედაქტორი საკრებულოს წევრი გენო თებიძე, კოორდინატორი საკრებულოს განათლების კომისიის თავმჯდომარენაზი ფუტკარაძე, ხოლო კონსულტანტი პროფესორი რამაზ სურმანიძეა.

წიგნი რამაზ სურმანიძის  ნაშრომებსა და  თეიმურაზ კომახიძის წიგნის „ბათუმის ქუჩების ისტორია“–ზე დაყრდნობით გამოიცა, რომელიც 1000 ცალიანი ტირაჟით შპს „მარკა“– ში დაიბეჭდა.

ღონისძიებას საჯარო სკოლის მოსწავლეები, პროფესორ-მასწავლებლები, ისტორიკოსები, საკრებულოს წევრები, მერიისა და განათლების სამინისტროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.