ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
„პეტიცია-ხალხის ხმა თვითმმართველობაში“
03 მაისი 2018
 

დღეს ბათუმის საკრებულოში, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზში „პეტიცია-ხალხის ხმა თვითმმართველობაში“ პროექტის ფარგლებში ინიცირებული პეტიციების შესახებ სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე საუბარი 2017 წელს ინიცირებული პეტიციების შესრულებას და წარმოდგენილ რეკომენდაციებს შეეხო, ასევე, განხილული იქნა პეტიციების ელექტრონული ფორმით წარდგენის საკითხიც. პროექტს „პეტიცია-ხალხის ხმა თვითმმართველობაში“ დემოკრატიის ინსტიტუტი ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) ერთად აჭარის, გურიისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტებში 2016 წლიდან ახორციელებს. პროექტის მიზანი, თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობაში მოსახლეობის ჩართულობა და მათი გააქტიურებით, პრობლემების დროული გამოვლენაა. შეხვედრას საკრებულოს თავმჯდომარე, წევრები, ვიცე მერი და საკრებულოს აპარატის თანამშრომლები ესწრებოდნენ.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 3861
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები