2024 წლის 28 ივნისს დღის 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა (მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
„თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკუთრებაში არსებული ქონების სასყიდლიანი აღნაგობის, უზუფრუქტის, ქირავნობის, იჯარისდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული სარგებლობის სხვა ფორმებით გადაცემისას საწყისი წლიური ქირისოდენობის განსაზღვრის შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2013 წლის 18 ივლისის №116 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ქ. ბათუმში, ბულვარის ტერიტორიაზე, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმდებარედ 9 აპრილის მემორიალის განთავსების შესახებ
მერაბ კოსტავას ბიუსტის ქ. ბათუმში, მ. კოსტავას ქ. #1-ში მიმდებარედ არსებულ ტერიტორიაზე განთავსების შესახებ
საავტომობილო გზის მოწყობის შედეგად წარმოშობილი ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ
თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკუთრებაში არსებული საპრივატიზებო ობიექტების ნუსხისა და მათი საპრივატიზებო საწყისი ფასის დამტკიცების შესახებ
თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის ტერიტორიაზე ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის №40 სამარშრუტო ხაზის მოძრაობის სქემის ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაისუბნის „ქვის ხიდის“ დასახლებამდე გაგრძელების შესახებ
„თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების განკარგვის სტრატეგიული გეგმის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2007 წლის 28 დეკემბრის #164 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
„თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის მერიის 2013 წლის სახელმწიფო შესყიდვების გეგმის დამტკიცების შესახებ“ 2012 წლის 19 ნოემბრის#262 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის მერიის განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სპორტის სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებული 2013წლის მუნიციპალური პროგრამების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2012 წლის 31 დეკემბრის #298 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
პავლე შპეტიშვილისათვის ბათუმის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების შესახებ